წესები და პირობები
შპს ნ მობილე სავაჭრო პოლიტიკა
წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, განსაზღვროს შპს ნ მობილეს (შემდგომში – “ჯი ეს ემ სთორი”) და მომხმარებლებს შორის სამსართებრივი ურთიერთობის საფუძვლები, ხელი შეუწყოს “ჯი ეს ემ სთორი” და მომხმარებელებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის განვითარებას, ასევე, პატივი სცეს მომხმარებლების ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ “ჯი ეს ემ სთორთან” ურთიერთობაში ისინი დაცული იქნებიან არაკანონიერი და უსამართლო მოპყრობისაგან.
წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკა მოიცავს მომხმარებლებთან სარეწში გაფორმების ზოგად და დისტანციური საშუალებების გამოყენებითა და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებების გაფორმების წესებს, რომლის სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში და სხვა ნორმატიულ აქტებში.
I. თავი
ხელშეკრულების გაფორმების ზოგადი წესები
“” მიერ მომხმარებელს მიეწოდება სრული ინფორმაცია იმ საქონლის შესახებ, რომელზეც იგი გამოხატავს ინტერესს. ამისათვის, კომპანიის ტექნიკურ პერსონალს აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ცოდნა, რომ მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის მწარმოებლის, არსებითი მახასიათებლებისა და პარამეტრების შესახებ. ინფორმაციის მიწოდების გარდა, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გამოხატავს სურვილს საქონლის შეძენის შესახებ, შესყიდული ნივთი ტექნიკური პერსონალის მიერ მომხმარებელთან ერთად დათვალიერდება და იგი თავდაპირველად შემოწმდება ვიზუალურ ხარვეზზე. მხოლოდ ამის შემდეგ, ხდება მომხმარებლის თანდასწრებით ნივთის ტესტირება, მისი შემოწმება ტექნიკურ გამართულობაზე.
1. საქონლის მიწოდების ვადა
” ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და მომხმარებელი ამის თაობაზე ინფორმირებულია და თანახმაა.
იმ შემთხვევაში, თუ “ჯი ეს ემ სთორმა” ვალდებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ შეასრულა, მომხმარებელი უფლებამოსილია განუსაზღვროს “ჯი ეს ემ სთორს” გონივრული დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება საქონლის დროულად მიღებას დაუკავშირა. 4. თუ მომხმარებელს საქონელი იმის გამო არ მიეწოდება, რომ იგი ხელმისაწვდომი არ არის, “ჯი ეს ემ სთორი” ვალდებულია მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ.
2. საქონლის მიწოდების ვალდებულება
“ჯი ეს ემ სთორი” ვალდებულია გადასცეს მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.
საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა:
ა) თუ იგი შეესაბამება “ჯი ეს ემ სთორი” მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც “ჯი ეს ემ სთორი” მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა;
ბ) “ჯი ეს ემ სთორი” მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში, საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა “ჯი ეს ემ სთორი” ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც “ჯი ეს ემ სთორი” დაეთანხმა.
გ) თუ მომხმარებელი “ჯი ეს ემ სთორი” არ აცნობებს იმ მიზნის თაობაზე, რომლისთვისაც მას სურს საქონლის გამოყენება, მაშინ საქონელი ხელშეკრულებით გათვალსიწნებული პირობების შესაბამისად მიიჩნევა, თუ იგი ვარგისია იმ მიზნით სარგებლობისთვის, რომლისთვისაც იგი ჩვეულებრივ გამოიყენება.
თუ საქონლის ჩვეულებრივი გამოყენების მიზანი ვერ დგინდება, საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ მას აქვს ამ სახეობის საქონლის თვისებები და ფუნქციონირებს ისე, როგორც აღნიშნული სახეობის საქონელი, ამასთანავე, რისი გონივრული მოლოდინიც მომხმარებელს შეიძლებოდა ჰქონოდა საქონლის ბუნებიდან და იმ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებიც გააკეთა “ჯი ეს ემ სთორი”, პასუხისმგებელმა სხვა პირმა, მათ შორის, რეკლამის ან/და ეტიკეტის საშუალებით.
“ჯი ეს ემ სთორი” მიერ ან მისი პასუხისმგებლობით საქონლის არასწორად დამონტაჟების შედეგად წარმოქმნილი ნაკლი უთანაბრდება საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობას (ნაკლს), თუ საქონლის მონტაჟი ხელშეკრულების ნაწილი იყო. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე იმ საქონელზე, რომელიც მომხმარებელმა უნდა ააწყოს ან დაამონტაჟოს და რომელიც საქონლისთვის დართული ინსტრუქციის ნაკლოვანების გამო არასწორად აიწყო ანდამონტაჟდა.
ამ მუხლის მიზნებისთვის საქონელი ნაკლის მქონე საქონლად არ მიიჩნევა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მომხმარებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ საქონელს ნაკლი ჰქონდა.
“ჯი ეს ემ სთორ”- ს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა საქონლის ან მომსახურების შესახებ საჯარო განცხადებისთვის, თუ:
ა) მას არ ჰქონდა ან ვერ ექნებოდა ინფორმაცია ამ განცხადების შესახებ;
ბ) ხელშეკრულების დადებამდე ამ განცხადებაში მოცემული ინფორმაცია შეიცვალა;
გ) ეს განცხადება ვერ მოახდენდა გავლენას მომხმარებლის მიერ საქონლის ან მომსახურების შეძენაზე.
3. მომხმარებლის უფლებები ნაკლის მქონე საქონლის მიწოდების შემთხვევაში
იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, “ჯი ეს ემ სთორი” მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, “ჯი ეს ემ სთორი” მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს “ჯი ეს ემ სთორი” მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) თუ გონივრულ ვადაში საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) “ჯი ეს ემ სთორი” საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) “ჯი ეს ემ სთორი” მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
კომერციული გარანტიის პირობები
ნივთი შეიცვლება შემდეგ შემთხვევებში:
თუ ნივთს გახსნისთანავე, ყიდვის მომენტში, “ჯი ეს ემ სთორი” წარმომადგენლის თანდასწრებით დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი;*
თუ შეძენილ ნივთს შეძენიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი (არ იგულისხმება ვიზუალური დაზიანება და პროგრამული ხარვეზი), და მომხმარებლის მიერ აღნიშნულ ვადაში ნივთი წარდგენილ იქნა შპს “ტექნოლაინში”, “ტექნოლაინი” კი შეცვლის აქტით ადასტურებს ნივთის ქარხნულ დეფექტს;
თუ ნივთი ვერ შეკეთდა “ტექნოლაინში” მისი საგარანტიო ვადაში წარდგენიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა; იმ შემთხვევაში, თუ ნივთის შეკეთებისათვის საჭიროა სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეძენა ან ნივთის გაგზავნა საზღვარგარეთ მწარმოებლის ავტორიზებულ სერვისცენტრში, მაშინ შეკეთების ვადა შეადგენს 30 სამუშაო დღეს.
ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი (მომხმარებლის მიერ განსხვავების დამატებითი გადახდით) ღირებულების ნივთის გადაცვლით, რომელიც შეცვლის მომენტში “ჯი ეს ემ სთორი” გაყიდვაშია. ნივთის ღირებულება განისაზღვრება მომხმარებლის მიერ მისი შეძენისას გადახდილი ფასიდან.
საგარანტიო მომსახურება გულისხმობს მომხმარებლის უფლებას, ნივთის შეძენიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში მოითხოვოს მისი უსასყიდლოდ შეკეთება თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდა.
შპს “ნ მობილე”
მის: თბილისი, გ.ცაბაძის 8
საიდენტიფიკაციო ნომერი: 400350026
ტელ: 555080011