დაბრუნების პირობები
ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნების პირობები

კომპანია „ჯი ეს ემ სთორი “ (ს/კ N400350026)-საგან ონლაინ საქონლის შეძენიდან 14
კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უფლება აქვს გამყიდველს დაუბრუნოს
ონლაინ შეძენელი პროდუქცია მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე


ეს წესი არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე/მეწარმე სუბიექტებზე
კერძოდ, მეწარმე სუბიექტებს/იურიდიულ პირებს არ აქვთ ნივთის 14 კალენდარულ დღეში
დაბრუნების უფლება.

დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეავსოს სპეციალური
ფორმა, სადაც შეტანილი იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია: შეძენის თარიღი, სახელი,
გვარი, შეძენის დოკუმენტაცია (საბანკო გადახდის ქვითარის, ან ინვოისის რეკვიზიტები) და
გადაგზავოს მეგასმარტს დისტანციური სამსახურის ელ. ფოსტაზე: gsmstore0043@gmail.com
, ან კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის შეტყობინებების ველში, ან შეავსოს საიტზე და
გამოიგზავნოს ავტომატურად.
2. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადახდილი თანხა, დაუბრუნოს სრულად,
გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან
არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, თუ მომხმარებელი მოვაჭრეს დაუბრუნებს
საქონელს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

3. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს,
უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან დაბრუნების დამადასტურებელ დოკუმენტს არ მიიღებს.

4. ნივთის თავდაპირველი მდგომარეობა დადასტურდება დაბრუნების
პუნქტის, მიერ ნივთის კომპანიისათვის გადმოცემის მომენტში.

5. ნივთის დაბრუნების პუნქტანდე ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მომხმარებლის
ხარჯებით, კერძოდ მომხმარებელი თავად ააანაზღაურებს საქონლის დაბრუნებასთან
დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯს.

6. თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც
ისარგებლა მომხმარებელმა, თანხის დაბრუნება მოხდება იმავე პიროვნების/მოქალაქის
ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა
და გამყიდველს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება.

7. თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის თავდაპირველი ნაკლი, მომხმარებელმა უნდა
ისარგებლოს კანონისმიერი საგარანტიო პირობებით.

8. დაბრუნების მომენტში მომხმარებელს აუნაზღაურდება სრულად ნივთში მის მიერ
გადახდილი თანხა.

9. ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით (არსებობის
შემთხვევაში აქსესუარებით, ყურსასმენით, დამტენი, კაბელები….), და დაუზიანებელი
ქარხნული შესაფუთი მასალით (არ იგულისხმება ყუთის გახსნა საქონლის შემოწმების
მიზნით). ასევე მომხარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე
აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ.ვაუჩერები ან/და სხვა ნივთები,
რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ
მოწყობილობასთან ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების
დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ
თანხას.

10. ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე,
რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.

11. მომხმარებელმა, დასაბრუნებელი ტექნიკა, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის
დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს დაბრუნების პუნქტში, მისთვის მოსახერხებელ
მისამართეზე.


დაბრუნების პუნქტები:

 

თბილისი, გ.ცაბაძის 8, თბილისი, საქართველო.
დასაბრუნებელი ნივთების მიღების საათებია:
ორშაბათი – 10:00 – 19:00
სამშაბათი – 10:00 – 19:00
ოთხშაბათი – 10:00 – 19:00
ხუთშაბათი – 10:00 – 19:00
პარასკევი – 10:00 – 19:00
შაბათი – 10:00 – 19:00
კვირა – 10:00 – 19:00
დაბრუნებას არ ექვემდებარება:

მიწოდებული საქონელი რომელიც მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის
დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
2. მალფუჭებადია ან მოკლე ვარგისობის მქონე საქონელი;

3. ჰერმეტულად დაცული საქონელი, რომლის ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა
და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების
დაცვის გამო;

4. მიწოდებული საქონელი რომელიც მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად
შეერწყა სხვა საქონელს;

5. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა მოვაჭრე გადაუდებელი
სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გასაწევად გამოიძახა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება
ამ ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით
მომსახურებაზე;

6. თუ მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული
უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;

7. თუ მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების
შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ
ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

8. გააქტიურებული, დარუთული ოპერაციული სისტემები.

9. მიმწოდებული საქონელი, რომელიც მიწოდების დროს განუყოფლად შეერწყა სხვა
საქონელს.

10. ნივთები, რომელთა მიმართ არ არის დაცული ექსპლუატაციის პირობები, რითიც მოხდა
ნივთის დაზიანება.

11. ნივთი, რომელსაც აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური ან ტექნიკური ზემოქმედების
გარეკანი კვალი, განსხვავებით ჩაბარების მომენტისა, სადაც ამ უკანასკნელს აქვს
ხელმოწერა, რომ ჩაიბარა გარეგნულად უნაკლო პროდუქტი.


მომხმარებლის საყურადღებოდ*
ყურადღებით შეამოწმეთ ნივთები ჩაბარების მომენტში და კურიერის მიერ გადმოცემულ მიღებაჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურეთ, რომ: ჩაიბარეთ გარეგნულად უნაკლო პროდუქტი.

 

დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ნივთს აღმოაჩნდება
რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული
ყუთი/შეფუთვა (არ იგულისხმება ყუთის გჰახსნა საქონლის შემოწმების მიზნით) ან
წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო/იმეი კოდი.

ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის
ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობს არ მიაღწევენ, მათი დაზიანების ან
დაღუპვის რისკი გეკისრებათ თქვენ. პროდუქტის ჩვენს საწყობში
დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანი თქვენი პასუხისმგებლობაა.
გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ
რაიმე დაზიანება პროდუქტებზე ან ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის
ღირებულებაზე და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობაზე, გავყიდოთ პროდუქტი.
დარწმუნდით, რომ პროდუქტის ორიგინალური შეფუთვა ხელუხლებელია. გთხოვთ,
შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის
გამყიდველისათვის გამოგზავნის მტკიცებულება.

 

უკან დაბრუნების განაცხადი:

ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნების ფორმა

 

შეკვეთის ნომერი: ___________________

შკევეთის თარიღი: ___________________

შეკვეთის მიღების თარიღი: ___________________

დასაბრუნებელი პროდუქტის დასახელება/რაოდენობა : ___________________

______________________________________________________________________

მომხმარებლის სახელი/გვარი: ___________________

მომხმარებელის პირადი ნომერი: ___________________

მომხმარებლის მისამართი: ___________________

მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი/ელ.ფოტის მისამართი: ______________

______________________________________________________________________

დაბრუნების მიზეზი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: _____________________

_______________________________________________________________________

 

 

ფორმის შევსების თარიღი:————————————-

 

მომხმარებლის ხელმოწერა:—————————————————-

 

შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნება შესაძლებელია ჩვენს ცხელ ხაზზე დარეკვით,

დახმარებისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

555 08 00 11

ან მოგვწეროთ : https://www.facebook.com/gsmstore43

 

პროდუქციის მიწოდების პოლიტიკა:

gsmstore.ge -ზე შეკვეთილი ნივთის მიწოდების ვადები:

შეკვეთის მიწოდება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით
შეკვეთის მიწოდება უფასოდ თბილისის მასშტაბით ხორციელდება 1-დან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 1-დან 20 სამუშაო დღის განმავლობაში.
თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურების ღირებულება თანხმდება ოპერატორთან
რეგიონებში შეკვეთის ტრანსპორტირების ღირებულება თანხმდება ოპერატორთან
ასევე შესაძლებელია ისარგებლოთ ექსპრესს სწრაფი მიწოდების სერვისით:
ყველა სახის ტექნიკის მიწოდება თბილისში:

იმავე დღეს (შეკვეთა უნდა დაფიქსირდეს 15:00 სთ-მდე)

500₾-მდე პროდუქტის ღირებულების შემთხვევაში 60₾

500-1000₾-მდე 90₾

1000₾ და ზევით 150₾

მეორე დღეს

500₾-მდე პროდუქტის ღირებულების შემთხვევაში 50₾

500-1000₾-მდე 80₾

1000₾ და ზევით 130₾

1-5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებისმიერი პროდუქტის მიწოდების საფასური შეათანხმეთ „ჯი ეს ემ სთორი“ ს ოპერატორთან:


555 080 011

ყველა სახის ტექნიკის მიწოდება რეგიონებში:

1-დან 3 კალენდარული დღე 120₾

3-დან 4 კალენდარული დღე 110₾

4-დან 5 კალენდარული დღე 75₾

 

1-დან 20 სამუშაო დღის განმავლობაში ნებისმიერი პროდუქტის მიწოდების საფასური შეათანხმეთ „ჯი ეს ემ სთორი“ ს ოპერატორთან:

032 232 12 12 ან 577 45 00 04

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ!

პროდუქტის ნებისმიერ ბანკში განვადებით შეძენის დროს, შეკვეთა გააქტიურდება მომდევნო სამუშაო დღეს, რაც იმას ნიშნავს რომ

მიწოდების ათვლა დაიწყება განვადების გააქტიურებისთანავე.

 

ნებისმიერი შეკვეთილი პროდუქტის გატანა შეკვეთის დაფიქსირებიდან მომდევნო სამუშაო დღეს ჩვენი საწყობებიდან შესაძლებელია შემდეგი მისამართებიდან:

თბილისი: ( კომპანიის საწყობის მისამართი)

დრო: (მათი საწყობის მუშაობის დროები)

 

იმისთვის რომ შეძლოთ შეკვეთილი ნივთის საწყობიდან გატანა, აუცილებელია ინფორმაცია დააფიქსიროთ ოპერატორთან : 555 080 011

სხვა შემთხვევაში ნივთის გატანას ვერ შეძლებთ.


კომერციული გარანტია ფიზიკური პირებისთვის და ორგანიზაციებისათვის


კომერციული გარანტია ფიზიკური პირებისთვის
პატივცემულო მომხმარებელო! კომპანია „ჯი ეს ემ სთორი “ (ს/კ N400350026) მადლობას გიხდით
თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანისთვის.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნები და
შემოგთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიები.
კომპანია „ჯი ეს ემ სთორი“-ში ფიზიკური პირის მიერ შეძენილ საქონელზე ვრცელდება 2 წლიანი
კანონისმიერი გარანტია, რომლის გასვლის შემდგომ კომპანიის ასორტიმენტში მყოფი ზოგიერთი
ელ. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზოგიერთ მოდელებზე, ან მათ გარკვეულ საკვანძო ნაწილებზე,
ვრცელდება ასევე ეს კომერციული გარანტია, რომელთა ვადები და პირობები მითითებულია ელ.
საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებლის საგარანტიო პირობებსა და ელ. საქონლის საგარანტიო
ტალონებში.

ზემოხსენებული კომერციული გარანტია მოიცავს ქარხნულ წუნს.
! მოცემული გარანტია არ ვრცელდება იურიდიული/მეწარმე პირის და სახელმწიფო
ორგანიზაციის მიერ შეძენილ საქონელზე.
სხვა პირობები:


• არასამეწარმეო საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამეწარმეო დანიშნულებით
გამოყენების შემთხვევაში, პროდუქტის კომერციული საგარანტიო ვადა განისაზღვრება 2
(ორი) თვით.
კომერციული საგარანტიო პირობები:
კომერციული საგარანტიო მომსახურება ფარავს ოფიციალური ბრენდის მიერ დადგენილ
პირობებს, რომელიც მითითებულია კომპანიის საგარანტიო ტალონებსა და მწარმოებლის
საგარანტიო პირობებში;
კომერციული საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასო შეკეთებას, ან შეცვლას
კომერციულ საგარანტიო პერიოდში. კომერციული საგარანტიო მომსახურება ხორციელდება
ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, კომერციული საგარანტიო ტალონში მითითებულ
მისამართებზე;
სერვის ცენტრში კომერციული საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა წარადგინოთ
კომერციული საგარანტიო ტალონი, გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და
მწარმოებლის კომერციული საგარანტიო ტალონი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მწარმოებლის კომერციული საგარანტიო ტალონი(ასეთის არსებობის შემთხვევაში) უპირატესია;
კომერციულ საგარანტიო ტალონში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული ნივთის დასახელება,
სერიული/იმეი კოდი, მყიდველის ვინაობა, შეძენის თარიღი, გამყიდველი კომპანიის ბეჭედი.
წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტს კომერციული საგარანტიო მომსახურება არ შეეხება;
კომერციული გარანტიის მოქმედების შემთხვევაში გაბარიტული ტექნიკის ტრანპორტირება
სერვის ცენტრამდე და პირიქით.



მომხმარებელმა გამოძახების გასაფორმებლად და ინსტრუქციების მისაღებად უნდა
დარეკოს ტექნიკის ბრენდის ავორიზებული სერვის ცენტრში. კომერციული გარანტიის მოქმედების
შემთხვევაში, სხვა ნებისმიერი ტექნიკის ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე და პირიქით
ხორციელდება მომხმარებლის ხარჯებით.
მისამართზე სერვის ცენტრის ცრუ გამოძახება არის ფასიანი და ანაზღაურდება მომხმარებლის
მიერ. შემდეგი ტარიფით 20 ლარის ოდენობით ყოველ ცრუ გამოძახებაზე.
სერვის ცენტრი ვალდებულია, შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა კომერციულ საგარანტიო
ტალონში მითითებული პირობების შესაბამისად, სერვის-ცენტრში მიღების მომენტიდან 15
კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკაში შესაცვლელი იქნება
ისეთი სათადარიგო ნაწილი, რომელიც არ იქნება ადგილზე და გამოსაწერია საზღვარგარეთიდან,
მაშინ ეს ვადა გაგრძელდება 30 სამუშაო დღემდე (არ შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური
დასვენების დღეები).
იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნივთის შეკეთება ან ნივთი აღნიშნულ ვადაში ვერ შეკეთდა,
მოხდება ნივთის შეცვლა ახალი იდენტური მოდელის პროდუქტით, ან ასეთის არარსებობის
შემთხვევაში, მომხმარებელთან შეთანხმებით ჩანაცვლდება იდენტური სპეციფიკაციის სხვა
მოდელით ან შეწყდება ხელშეკრულება და დაბრუნდება გადახდილი ღირებულება,
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია (აქსესუარები და სახარჯი
მასალები, შეფუთვა, ყუთი).
მომერციული განარნტიისნივთის შეცვლა არ მოხდება შემდეგ შემთხვევებში:
1. ნივთი ჰიგიენური ხასიათისაა(მაგ: ყურსასმენი წვერსაპარსი და სხვ);
2. ნივთი დამონტაჟებულია(მაგ: ჩაშენებული ავეჯში, მიმაგრებული კედელზე და
სხვ).
კომერციული საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება ან უქმდება შემდეგ შემთხვევებში:
• გასულია კომერციული საგარანტიო ვადა;
• კომერციული საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი ;
• არ არის წარმოდგენილი მწარმოებლის კომერციული საგარანტიო
ტალონი(არსებობის შემთხვევაში);
• კომერციულ საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან
გადაკეთებულია;
• კომერციულ საგარანტიო ტალონში და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან
ამძვრალია სერ/ნომერი, იმეი კოდი;
• მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი;
• მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო
მიზნ(ებ)ით, არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის;
• დაზიანებულია ან ამძვრალია მწარმოებლის პლომბი ან ლუქი;
• დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და
მოხმარების წესი;
• დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;
• დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით(ძაბვის ცვლილება მეტია ან
ნაკლებია 220-230 ვოლტზე),მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი
ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების / პირობების
დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური
სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.
• კომერციული გარანტია არ ვრცელდება პროგრამულ
უზრუნველყოფაზე,სისტემური ბლოკის კვების ბლოკზე, ნივთის ელემენტზე, ხუთ
ჩამქრალ პიქსელამდე, მეხსიერების ბარათზე, სადენებზე, გადამყვანებზე ,სამუხტ
მოწყობილობასა და სხვა აქსესუარებზე.
• კომპანია არ აგებს პასუხს სმარტფონების დარუთულ სისტემასა და
არალიცენზირებული პროგრამების გამოყენებისას, ტექნიკის არასტაბილურ მუშაობაზე.
• კომერციული გარანტია არ ვრცელდება ამა თუ იმ ნივთის სახარჯ მასალაზე.
• ტექნიკაზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები არ არის
შესრულებული უფლებამოსილი სერვის ცენტრის სპეციალისტის მიერ.
სპეციფიკაციაში მითითებული დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქცია ამცირებს, მაგრამ არ
გამორიცხავს ამ დაზიანების მიღების ალბათობას. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეძენილი
ნივთი მექანიკური, თერმული და ჰიდრო დაზიანებისგან.
!. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ ექსპლუატაციის წესებს გაეცნოთ მწარმოებლის
ვებ.გვერდზე, ან პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციაში.

გთხოვთ კომერციული გარანტიის მომსახურების მისაღებად დაუკავშირდეთ ელ.
საყოფაცხოვრებო საქონლის ავორიზებულ სერვის ცენტრებს, რომელთა მონაცემები
და რეკვიზიტები მითითებულია კომერციულ საგარანტიო ტალონსა და/ან
პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციაში, აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ
მიიღოთ კომპანიის ვებ.გვერდის: https://gsmstore.ge/ და ცხელი ხაზის:+995 555 080 011
მეშვეობით.

ამასთან დამატებით წარმოგიდენთ პოპულარული ბრენდების სერვის ცენტრების
მისამართებს მწამოებლების კომერციული გარანტიის პირობებს:

Samsung-ის ბრენდის შემთხვევაში მომხმარებელი ნებისმიერ დროს უნდა დაუკავშირდეს
სამსუნგის ცხელ ხაზსს – 08 00 555 555
Samsung-ის ბრენდის შემთხვევაში მომხმარებელი ნებისმიერ დროს უნდა დაუკავშირდეს
სამსუნგის ცხელ ხაზსს – 08 00 555 555

Apple-ის იფიციალური სერვისი მისამართი:
აისაფორთი, თბილისი, ს.ცინცაძის ქ#12 (+995) 32 230 10 01
სამუშაო საათები: ორშ-პარ: 10:00-19:00, შაბ: 10:00-15:00
კვირა: დასვენების დღე

 


კანონისმიერი გარანტია

კანონისმიერი გარანტია

კომპანია „ჯი ეს ემ სთორი“-ში (ს/კ N400350026) ფიზიკური პირის მიერ შეძენილ საქონელს აქვს 2 წლიანი კანონისმიერი გარანტია!
კანონისმიერი განანტიის პირობებია:
მომხმარებელის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის
უფლებებია:
1. თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის
აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

2. საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს,
მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს,
საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს
მოითხოვს.
3. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას
მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს
საქონელი შეიძინა.
4. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის,ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
5. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე,
თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების
შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
6. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების
შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
8. იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული
უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის
შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული
შესაძლებლობა.

9. მოვაჭრის მიერ ან მისი პასუხისმგებლობით საქონლის არასწორად დამონტაჟების

შედეგად წარმოქმნილი ნაკლი უთანაბრდება საქონლის ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობას (ნაკლს), თუ საქონლის მონტაჟი
ხელშეკრულების ნაწილი იყო. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე იმ საქონელზე, რომელიც
მომხმარებელმა უნდა ააწყოს ან დაამონტაჟოს და რომელიც საქონლისთვის დართული
ინსტრუქციის ნაკლოვანების გამო არასწორად აიწყო ან დამონტაჟდა.
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მტკიცების
ტვირთი:
თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში
აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას,
თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში
მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში
მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის
მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
ნივთის შეცვლა, ან შეკეთება კანონისმიერი გარანტიის პირველი რიგის უფლებაა, შესაბამისად
გამყიდველი ვადებულია შეცვალოს ნაკლოვანი ტექნიკა, ან მომხერებელტა შეთანხმებით შეაკეთოს
დაზიანებული ტექნიკა მოცემული პირობების შესაბამისად, სერვის-ცენტრში მისი მიღების
მომენტიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკაში
შესაცვლელი იქნება ისეთი სათადარიგო ნაწილი, რომელიც არ იქნება ადგილზე და გამოსაწერია საზღვარგარეთიდან, მაშინ ეს ვადა გაგრძელდება 30 სამუშაო დღემდე (არ შედის შაბათ-კვირა და
ოფიციალური დასვენების დღეები). იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნივთის შეკეთება ან ნივთი
აღნიშნულ ვადაში ვერ შეკეთდა, მოხდება ნივთის შეცვლა ახალი იდენტური მოდელის
პროდუქტით, ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შეთანხმებით ჩანაცვლდება იდენტური სპეციფიკაციის სხვა მოდელით ან შეწყდება ხელშეკრულება და დაბრუნდება გადახდილი ღირებულება, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის,ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად!
კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე.
კანონისმიერი გარანტია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე!